top of page
Search

და & მა - სივრცე, სადაც იპოვი ბედნიერებას

Writer's picture: Ana BibileishviliAna Bibileishvili

ყველაფერი გასულ წელს მზიან და ხალისიან ქუთაისში დაიწყო. მრავალთვიანი ფუსფუსისა და ირგვლივ შემოკრებილი გუნდის წყალობით, კომპანიამ 3 მარტს ქალაქს ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე აჩუქა. წარმოუდგენელია და&მა-ში მოხვდე და შენთვის სასურველ ნივთს ვერ მიაგნო. მრავალფეროვანი, ყველა სეგმენტზე მორგებული ასორტიმენტი გულგრილს არავის ტოვებს. მნიშვნელობა არ აქვს რას გეგმავ - მეგობრის მოულოდნელად გახარებას, თუ საყვარელი ადამიანის განცვიფრებას, და&მაში გარდაუვლად იპოვი ისეთ საჩუქარს, რომელიც შენს თავს დაუვიწყარად აქცევს.


„შეიძლება ითქვას, რომ ისე როგორც არასდროს, ახლა გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა. ხშირად ის, რაც ჩვენთვის შესაძლოა არაფერს წარმოადგენდეს, სხვებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს. ასეა ყველა საჩუქარიც, რომელსაც სიყვარული ახლავს თან. ჩვენი მიზანიც ესაა, დავეხმაროთ ადამიანებს არჩევანის გაკეთებაში და შევთავაზოთ მათ გემოვნებასა თუ საჭიროებებზე მორგებული ნივთები. არაფერია იმაზე ღირებული, როცა მომხმარებელი აღფრთოვანებულია შენით - ასე იქმნება ურთიერთობა, ასე ყალიბდება ნდობა ადამიანსა და ბიზნესს შორის“ - აღნიშნავს და&მას დამფუძნებელი, თამარ კორძაძე.

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია და&მა ქალაქ ქუთაისში მდებარეობს, საკურიერო მომსახურების წყალობით მათი მომხმარებლების რიცხვი მთელ ქვეყანას მოიცავს, იქნება ეს დედაქალაქი თუ მაღალმთიანი რეგიონები.

გუნდს სჯერა, რომ ბედნიერება დიდ არეალზე უნდა ვრცელდებოდეს, ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ადამიანს კი ნაირფერი საჩუქრების არჩევანზე ხელი დაუბრკოლებლად მიუწვდებოდეს.

და მაინც, ალბათ გაინტერესებს, რა შეიძლება იპოვო აქ? დაწყებული კაშნეებით, სამკაულებითა და ჩანთებით, დასრულებული საოჯახო ნივთებითა და ძვირფასი სუვენირებით. ხოლო, თუ არჩევანის გაკეთება შენთვის სტრესულია, მაღაზიაში შეგიძლია მარტივად შეიძინო სასაჩუქრე ვაუჩერი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრენდი მომხმარებლებს სასურველი ნივთის განვადებით შეძენის შესაძლებლობასაც სთავაზობს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა, რომელიც გვესტუმრება, თავი კომფორტულად იგრძნოს. ზოგადად, ნივთის ყიდვა მარტივ პროცედურად აღიქმება, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ შესყიდვის პროცესი არც თუ ისე იოლია. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში. არის შემთხვევები, როცა ახალგაზრდები მოდიან და სურთ მშობლებისთვის ან ბებო-ბაბუებისთვის საჩუქრის არჩევა. ჩვენ ვცდილობთ გამოვარკვიოთ მათი ინტერესები და მომხმარებელს დავეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ეს პროცესი შრომატევადი, თუმცა ძალიან სასიამოვნოა“ - გვიყვება თამარი.

გუნდისთვის ერთი წელი ემოციებითა და ახალი გამოცდილებებით დატვირთული აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მზად არიან ახალი გამოწვევებისა და თავგადასავლებისთვის. სჯერათ, რომ ურთიერთობები, რომლებსაც მომხმარებლებთან (უკვე მეგობრებთან) აყალიბებენ, სამუდამოდ შენარჩუნდება რადგან დაფუძნებულია გულწრფელ და ნამდვილ გრძნობებზე. როგორც აღნიშნავენ, ახალმა წელმა ახალი ენერგია მოიტანა და გუნდიც, ასე შემართებით მიიწევს წინ.


მაღაზია და&მა მუდმივად ანახლებს კოლექციას, რაც მათთან სტუმრობას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და დასამახსოვრებელს ხდის. ბრენდს შეგიძლია თვალი ადევნო სოციალურ ქსელებში Instagram და Facebook გვერდებზე ან მარტივად, ესტუმრო მისამართზე ქალაქი ქუთაისი, დ.აღმაშენებლის #67.

141 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page